აშშ-ის ქალაქ პორტლენდში პოლიციამ საპროტესტო აქციაზე 50-ზე მეტი დემონსტრანტი დააკავა
აშშ-ში, ქალაქ პორტლენდში პოლიციამ საპროტესტო აქციაზე 50-ზე მეტი დემონსტრანტი დააკავა.
„როიტერი“ წერს, რომ აქციის მონაწილეებმა სამართალდამცველებს ქვები და ცეცხლგამჩენი ბომბები დაუშინეს. მედიის ცნობით, აქციის დასაშლელად პორტლენდის პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
ორეგონის შტატის ქალაქ პორტლენდში უკვე მეასე დღეა, რასიზმისა და პოლიციის მხრიდან ძალადობის საწინააღმდეგო აქციები მიმდინარეობს. „როიტერი“ წერს, რომ დღეს აქციაზე 400-მდე ადამიანი იმყოფებოდა.
პორტლენდის პოლიციის განცხადებით, ერთ-ერთი ცეცხლგამჩენი ბომბი მშვიდობიან მოქალაქეს მოხვდა. დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი.