ჩონსი ბილაპსი „პორტლენდის“ მთავარი მწვრთნელი ხდება #1TVSPORT
ჩონსი ბილაპსი „პორტლენდის“ მთავარი მწვრთნელი ხდება #1TVSPORT

„დეტროიტ პისტონზის“ ლეგენდარული კალათბურთელი ჩონსი ბილაპსი „პორტლენდის“ მთავარი მწვრთნელი გახდება, – დაწერა თავის „ტვიტერში“ ცნობილმა ინსაიდერმა შემს ჩარანიამ.

წყაროს ცნობით, მხარეები უახლოეს პერიოდში ოფიციალურად გამოაცხადებენ ამის შესახებ. ამ მომენტისთვის, ბილაპსი „ლოს ანჯელეს კლიპერსის“ სამწვრთნელო შტაბში მუშაობს.

ბილაპსმა ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში 17 სეზონი ითამაშა და საშუალოდ მატჩში 15.2 ქულა, 2.9 მოხსნა და 5.4 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. 2004 წელს, ის „დეტროიტს“ საჩემპიონო ტიტულის მოპოვებაში დაეხმარა.

ამ სეზონში „პორტლენდი“ პლეი ოფში გავიდა, სადაც პირველ რაუნდში დამარცხდა „დენვერთან“ (2:4).