სი ჯეი მაკოლუმი „ნიუ ორლეანში“ ითამაშებს #1TVSPORT
სი ჯეი მაკოლუმი „ნიუ ორლეანში“ ითამაშებს #1TVSPORT

„ნიუ ორლეანმა“ და „პორტლენდმა“ მოილაპარაკეს გაცვლაზე, რომლის მთავარი მონაწილეა „ბლეიზერსის“ ვარსკვლავური მცველი სი ჯეი მაკოლუმი (30 წლის, 191 სმ).

მაკოლუმის სანაცვლოდ, „პორტლენდი“ მიიღებს გამთამაშებელს ტომაშ სატორანსკის (30 წლის, 201 სმ), მცველებს ჯოშ ჰარტს (26 წლის, 196 სმ), ნიკილა ალექსანდერ-უოკერსა (23 წლის, 198 სმ) და დიდი ლოსადას (22 წლის, 196 სმ), აგრეთვე დრაფტზე რამდენიმე არჩევანის უფლებას.

„ნიუ ორლეანში“ მაკოლუმის გარდა, გადავლენ მცველი ტონი სნელი (30 წლის, 198 სმ) და ფორვარდი ლერი ნენსი (29 წლის, 201 სმ).

მაკოლუმი ამ სეზონში საშუალოდ 20,5 ქულას, 4,3 მოხსნასა და 4,5 შედეგიან გადაცემას აგროვებს. მისი კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდეა ძალაში.

ჰარტის საშუალო მაჩვენებლებია – 13,4 ქულა, 7,8 მოხსნა, 4,1 პასი, სატორანსკის – 2,8 ქულა, 2,4 პასი, ალექსანდერ-უოკერის – 12,8 ქულა, 3,3 მოხსნა, 2,8 პასი.