აშშ-ის კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მხარდაჭერა გამოხატა რეზოლუციისადმი, რომელიც მოუწოდებს აშშ-ის პრეზიდენტს, მხარი დაუჭიროს უკრაინის წინააღმდეგ ომის დანაშაულთა სასჯელის ტრიბუნალის შექმნას
აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მხარდაჭერა გამოხატა რეზოლუციისადმი, რომელიც მოუწოდებს აშშ-ის პრეზიდენტს, მხარი დაუჭიროს უკრაინის წინააღმდეგ ომის დანაშაულთა სასჯელის სპეციალური ტრიბუნალის შექმნას.
კომიტეტის წევრებისთვის რეზოლუციის წარდგენისას კონგრესმენმა ბილ კიტინგმა აღნიშნა, რომ ეს არის დოკუმენტი, რომელსაც აქვს გადამწყვეტი როლი როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო ძალისხმევაზე რუსეთის მთავრობის პასუხისმგებლობის დაკისრებასთან დაკავშირებით.
რეზოლუციაში კონგრესმენები აღნიშნავენ რუსეთის მიერ გაერო-ს წესდების მუხლების დარღვევას: „რუსეთის ფედერაციის უპრეცედენტო სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში კრიტიკულ წერტილამდე მივიდა, რომელიც მოითხოვს დაუყონებლივ და გადამწყვეტ მოქმედებას საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან“, – წერია რეზოლუციაში.
რეზოლუციის თანახმად, წარმომადგენელთა პალატა მკაცრად გმობს რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრას უკრაინაში. ასევე მხარს უჭერს უკრაინელ ხალხს თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისა და დემოკრატიისთვის ბრძოლაში, ხაზს უსვამს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, აღიარებს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნის აუცილებლობას. გარდა ამისა, მოუწოდებს შეერთებული შტატების პრეზიდენტს, მიიღოს ყველა შესაძლო ზომა უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნის მხარდასაჭერად.