აშშ-ის ღია პირველობაზე ჩოგბურთელებს სოციალური თანასწორობის შესახებ ლოზუნგების გამოყენება შეეძლებათ
აშშ-ის ღია პირველობაზე ჩოგბურთელებს სოციალური თანასწორობის შესახებ ლოზუნგების გამოყენება შეეძლებათ

ამერიკის შეერთებული შტატების საჩოგბურთო ასოციაციამ (USTA) გადაწყვიტა უარი თქვას „დიდი სლემის“ ტურნირებზე ქცევის კოდექსის ერთ-ერთ წესზე და უფლება მისცეს მონაწილეებს, ტანსაცმელზე სოციალური თანასწრობის შესახებ ლოზუნგები განათავსონ.

ჩოგბურთელებს შეეძლებათ ემბლემების, ლოგოებისა და თუ წარწერების სახით მხარი დაუჭირონ ამა თუ იმ მოძრაობას, მაგალითად, Black Lives Matter-ს. მათი დემონსტრირება შესაძლებელი იქნება კორტზე გასვლის დროს ან მატჩის შემდეგ ინტერვიუებისას.

„დღევანელ უპრეცედენტო დროს, ჩოგბურთელები შეძლებენ გამოხატონ საკუთარი მოსაზრებები კორტზე“, – წერია ასოციაციის განცხადებაში.

ამერიკის ღია პირველობის ჩატარება 31 აგვისტოდან 13 სექტემბრამდე იგეგმება.