აშშ-ის დაზვერვის სამსახურის მონაცემებით, ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობაზე თანხმობა საუდის არაბეთის პრინცმა გასცა
ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის გატაცებისა და მკვლელობის ოპერაციაზე თანხმობა საუდის არაბეთის პრინცმა, მოჰამედ ბინ სალმანმა გასცა, – აღნიშნულია ამერიკის შეერთებული შტატების დაზვერვის სამსახურის მიერ მომზადებულ მოხსენებაში. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
ამ დასკვნის გამოქვეყნებიდან მალევე, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა სანქციები დააანონსა. ბლინკენის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე შესვლა 76 პირს აეკრძალება.
„ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მოკვლა შოკისმომგვრელი იყო ყველასთვის. დღეიდან, ჩვენ გვქნება ახალი გლობალური პოლიტიკა, მისი სახელით ჩვენ შეზღუდვას დავუწესებთ ყველას, ვინც ჩართულია ჟურნალისტებსა და აქტივისტებზე თავდასხმაში“, – აცხადებს აშშ-ის სახელწიფო მდივანი.
ჟურნალისტი ჯამალ ხაშოგი 2018 წლის ოქტომბერში სტამბოლში, საუდის არაბეთის საელჩოში მოკლეს. ჟურნალისტი საუდის არაბეთის მთავრობის კრიტიკით გამოირჩეოდა.