ედენ აზარი შეიძლება ინგლისის ჩემპიონატში დაბრუნდეს #1TVSPORT
ედენ აზარი შეიძლება ინგლისის ჩემპიონატში დაბრუნდეს #1TVSPORT

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველმა ედენ აზარმა, შესაძლოა, ზამთრის სატრანსფერო ბაზრისას კლუბი შეიცვალოს, – დაწერა გამოცემა Ok Diario-მ.

წყაროს ცნობით, 30 წლის ბელგიელი „ნიუკასლის“ ინტერესთა სფეროში მოექცა.

ინგლისური კლუბი, რომელიც პრემიერლიგის ცხრილში მე-19 ადგილზეა, იანვარში შემადგენლობის სერიოზულად გაძლიერებას გეგმავს, აზარის ტრანსფერი კი კლუბისთვის პრიორიტეტული იქნება.

შეგახსენებთ, რომ 7 ოქტომბერს „ნიუკასლ იუნაიტედის“ აქციათა დიდი ნაწილი საუდის არაბეთის მთავრობის სახელმწიფო ინვესტიციების ფონდმა შეიძინა, რომელსაც ქვეყნის მემკვიდრე პრინცი მოჰამედ ბინ სალმანი აკონტროლებს.