აშშ-ის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში თოვლმა და ქარბუქმა პრობლემები შექმნა
აშშ-ის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში თოვლმა და ქარბუქმა პრობლემები შექმნა. უხვი ნალექი მოვიდა პენსილვანიის, ნიუ ჯერსისა და ნიუ იორკის შტატებში.
ნიუ იორკის გუბერნატორმა, ენდრიუ კუომომ ქარბუქის გამო 18 ოლქში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. გუბერნატორის განცხადებით, უამინდობა 600-მდე ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევი მიზეზი გახდა. ავტოკატასტროფაში ორი ადამიანი გარდაიცვალა.
„მდგომარეობა სერიოზულია. დარჩით სახლში, თუ შეგიძლიათ“, – მიმართა ენდრიუ კუომომ მოსახლეობას.