აშშ-ი 200 მილიარდი დოლარის ჩინურ პროდუქციაზე 10-პროცენტიან ტარიფებს 25 პროცენტამდე გაზრდის
ამერიკის შეერთებული შტატები 200 მილიარდი დოლარის ღირებულების ჩინურ პროდუქციაზე 10-პროცენტიან ტარიფებს 10 მაისიდან 25 პროცენტამდე გაზრდის, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა.
დონალდ ტრამპის თქმით, დამატებით 325 მილიარდი დოლარის ღირებულების პროდუქციას ჩინეთი აშშ-ში დაუბეგრავად გზავნის, უახლოეს მომავალში კი აღნიშნულ პროდუქციაზე 25-პროცენტიანი ტარიფები დაწესდება.
„ეს გადასახადები არის ნაწილობრივ პასუხისმგებელი ჩვენს დიდებულ ეკონომიკურ შედეგებზე. ჩინეთთან სავაჭრო შეთანხმებაზე მოლაპარაკება გრძელდება, თუმცა ძალიან ნელა, რადგან ჩინელები მოლაპარაკებას თავიდან ცდილობენ. არა!“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
აშშ-ის მიერ ჩინურ პროდუქციაზე ახალი ტარიფების გამოცხადების შემდეგ, მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასები ორი პროცენტით დაეცა. ბრენტის ტიპის ბარელი ნედლი ნავთობის ფასმა 69.34 დოლარი შეადგინა.