აშშ-ი გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის პროექტის მონაწელეების წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს
აშშ-ი გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის პროექტის მონაწელეების წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს. შეზღუდვები დაუწესდებათ მათ შორის გერმანულ ენერგოკომპანიებსაც.
ამის შესახებ ინფორმაციას Foreign Policy-ი ავრცელებს.
გამოცემის ჟურნალისტები ამტკიცებენ, რომ თეთრ სახლში სხვა ზომებსაც განიხილავენ, თუმცა ტრამპის ადმინისტრაციის წევრთა უმეტესობა სანქციების შემოღებას ემხრობა. მათ შორის ერთ-ერთი სახელმწიფო მდივნის თანაშემწე უეს მიტჩელია, რომელმაც რუსული გაზსადენის საკითხი, ევროპაში ბოლო ვიზიტის დროს წამოწია.
ჟურნალისტების ცნობით, ანალგიური პოზიცია აქვთ კონგრესშიც.
„ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის გაყვანის პროცესში მონაწილეობენ გერმანული, ფრანგული, ჰოლანდიური, ავსტრიული კომპანიები. 11 მილიარდ დოლარიანი პროექტის რეალიზაციისთვის საჭირო ნებართვა თითქმის ყველა მონაწილე სახელმწიფომ გასცა.
ვაშინგტონი და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების დიდი ნაწილი შიშობს, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის რეალიზაციის შემთხვევაში ევროპის რუსულ გაზზე დამოკიდებულება კიდევ უფრო გაიზრდება. პროექტის მიხედვით, ახალი გაზსადენი ბალტიის ზღვის ფსკერზე გაივალის და ევროპაში რუსულ ბუნებრივ აირს, უკრაინისა და პოლონეთის გვერდის ავლით მიიღებენ.