აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ჩინეთს რუსული ავიაგამანადგურებლების შეძენის გამო, სანქციები დაუწესა
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა ჩინეთს რუსული ავიაგამანადგურებლების შეძენის გამო, სანქციები დაუწესა, ამის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
ჩინეთმა რუსეთისგან ათი ავიაგამანადგურებელი Cy-35-ი , ასევე С-400-ის სისტემები 2018 წლის დასაწყისში შეიძინა.
სანქციები გულისხმობს, რომ ნებისმიერი აქტივი, რომლესაც სასანქციო სიაში მოხვედრილი პირები ამერიკის შეერთებულ შტატებში ფლობენ, გაიყინება.
გარდა ამისა, ამერიკის მოქალაქეებს მათთან თანამშრომლობა აეკრძალებათ.