აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ჩინეთს რუსული ავიაგამანადგურებლების შეძენის გამო, სანქციები დაუწესა

09:21, 21.09.2018

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა ჩინეთს რუსული ავიაგამანადგურებლების შეძენის გამო, სანქციები დაუწესა, ამის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ჩინეთმა რუსეთისგან ათი ავიაგამანადგურებელი Cy-35-ი , ასევე С-400-ის სისტემები 2018 წლის დასაწყისში შეიძინა.

სანქციები გულისხმობს, რომ ნებისმიერი აქტივი, რომლესაც სასანქციო სიაში მოხვედრილი პირები ამერიკის შეერთებულ შტატებში ფლობენ, გაიყინება.

გარდა ამისა, ამერიკის მოქალაქეებს მათთან თანამშრომლობა აეკრძალებათ.

მსგავსი