აშშ და კანადა რუსეთს „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნასთან დაკაშირებული ინფორმაციის მოპარვის მცდელობაში ადანაშაულებენ
აშშ და კანადა რუსეთს „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნასთან დაკაშირებული ინფორმაციის მოპარვის მცდელობაში ადანაშაულებენ.
აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტო რუსეთს ინფორმაციის მოპარვის მიზნით კიბერთავდასხმაში ადანაშაულებს.
ანალოგიური ინფორმაცია გაავრცელა კანადის კომუნიკაციების უსაფრთხოების ცენტრმა.
აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს განცხადებაში საუბარია ჰაკერულ ჯგუფებზე – „მყუდრო დათვსა“ და „ჰერცოგებზე“, რომლებიც რუსეთს სპეცსამსახურებთან არიან დაკავშირებული.
აშშ-ში აცხადებენ, რომ კიბერდამნაშავეებს „შეუძლიათ, მოიპარონ ინფორმაცია და ინტელექტუალური საკუთრება, რომელიც დაკავშირებულია „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინების შემუშავებასა და ტესტირებასთან. კანადის სადაზვერვო სააგენტოს მიერ წარმოდგენილ ტექნიკურ რეკომენდაციებში ნათქვამია, რომ „მყუდრო დათვებმა“ ინფორმაციის მოპარვის მიზნით პროგრამები „ველმესი“ და „ველმეილი“ გამოიყენა.
16 ივლისს მოსკოვის წინააღმდეგ მსგავსი ბრალდებით დიდი ბრიტანეთის კიბერუსაფრთხოების ეროვნული ცენტრი გამოვიდა.