არგენტინის პრეზიდენტი ფინანსური კრიზისის გამო სამინისტროების რიცხვის განახევრებას აპირებს
არგენტინის პრეზიდენტმა ფინანსური კრიზისის ფონზე, სამინისტროების რიცხვის განახევრება გადაწყვიტა. მაურისიო მაკრის განცხადებით, ასევე იგეგმება ექსპორტზე ტარიფების ხელახლა ამოქმედება.
აღნიშნული გადაწყვეტილება მაკრიმ ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის შემცირებისკენ მიმართული სამოქმედო გეგმის ფარგლებში მიიღო. მაისის თვეში არგენტინის ხელისუფლება იძულებული გახდა ფინანსური დახმარება საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან ეთხოვა. ამის მიზეზი ეროვნული ვალუტის მკვეთრი გაუფასურებაა.
წლის დასაწყისიდან დღემდე პესო თითქმის 50%-ით გაუფასურდა. ამის გამო გაიზარდა ინფლაცია. პროდუქტებზე ფასებმა მოიმატა. ოპოზიცია კრიზისში ხელისულებას ადანაშაულებს და მასშტაბური აქციებით იმუქრება.