პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავი საქართველოს არგენტინის მთავრობამ მიულოცა. არგენტინა პირველი სახელმწიფოა, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა.
„დამოუკიდებლობის დღეს გილოცავ, საქართველო! ჩვენ საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავს აღვნიშნავთ“, – წერია განცხადებაში, რომელიც სოციალურ ქსელ Twitter-ში არგენტინის მთავრობის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.
1919 წლის 13 სექტემბერში არგენტინის პარლამენტმა საქართველოს დამოუკიდებლობა იურიდიულად აღიარა.