არგენტინასა და ურუგვაიში 48 მილიონი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა
არგენტინასა და ურუგვაიში ელექტროენერგია გაითიშა. დენი 48 მილიონ ადამიანს არ მიეწოდება.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, გაუმართაობა 500 კილოვატიან ელექტროდამაკავშირებელ სისტემაში დაფიქსირდა, რის გამოც არამხოლოდ მთელი არგენტინა, არამედ ურუგვაიც ჩაბნელდა.