საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ურუგვაის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა
საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ურუგვაის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა

2021 წლის 18-20 აგვისტოს ურუგვაის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანსისკო ბუსტილიო ბონასო, რეგიონული ტურნეს ფარგლებში, საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში ურუგვაის საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, ვიცე-პრემიერ, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან და ვიცე-პრემიერ, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრ ლევან დავითაშვილთან.

ვიზიტის ფარგლებში, ურუგვაის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანსისკო ბუსტილიო ბონასო ქალაქის კულტურულ ღირსშესანიშნაობებს გაეცნობა, მათ შორის, საქართველოს ეროვნულ მუზეუმსაც ეწვევა.