არჩილ ტატუნაშვილის ოჯახში სასულიერო პირები ჩავიდნენ
არჩილ ტატუნაშვილის ოჯახში სასულიერო პირები ჩავიდნენ

სოფელ წილკანში ოკუპირებულ ცხინვალში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ოჯახში ამ წუთებში სასულიერო პირები იმყოფებიან.

პირველი არხის ჟურნალისტის ინფორმაციით, სასულიერო პირებმა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრეს. ისინი გარდაცვლილის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდს ჩაატარებენ.

არჩილ ტატუნაშვილის მშობლები და ოჯახის ახლობლები გუშინ საპატრიარქოში იმყოფებოდნენ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 2018 წლის 22 თებერვალს ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქეები არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი უკანონოდ დააკავეს. საინფორმაციო წყაროებში გავრცელებული ინფორმაციით, არჩილ ტატუნაშვილი 23 თებერვალს ოკუპირებულ ქალაქ ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი ცხინვალის ე.წ. ციხიდან გაათავისუფლეს, თუმცა კვლავ ოკუპირებულ ტერიტორიაზე რჩებიან. ოჯახისთვის ოკუპირებული ტერიტორიიდან ჯერ არც ტატუნაშვილის ცხედარი გადაუციათ.