არჩილ ტატუნაშვილის მშობლები ძმათა სასაფლაოზე, შვილის საფლავზე იმყოფებოდნენ
შვილის საფლავი მოინახულეს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე არჩილ ტატუნაშვილის მშობლებმა და ახლობლებმა.
არჩილ ტატუნაშვილის მამამ, გიორგი ტატუნაშვილმა მისი შვილის საფლავზე ხალხმრავლობის მიზეზად არჩილის დამოკიდებულება დაასახელა ადამიანების მიმართ და აღნიშნა, რომ მის შვილს ბევრი, სხვადასხვა ასაკის მეგობარი ჰყავდა.
„ღმერთმა ნათელში ამყოფოს ყველა, ვინც აქ, ძმათა სასაფლაოზე განისვენებს. ნათელი დაუმკვიდროს მათ სულებს. ძალიან ბევრი მეგობარი ჰყავდა აჩიკოს. მისთვის ასაკს მნიშვნელობა არ ჰქონდა, დიდთან დიდი იყო, პატარასთან – პატარა. ჰყავდა თავისზე ოცი წლით უფროსი მეგობრებიც. ჰყავდა სკოლის მოსწავლეები მეგობრები. გული შესტკივათ და მოდიან მის საფლავზე“, – განაცხადა ტატუნაშვილმა.