არჩილ თალაკვაძე - „ქართული ოცნების“ პოზიციად მიიღეთ ის, რაც უმრავლესობის სხდომის შემდეგ გუნდის სახელით განვაცხადე
არჩილ თალაკვაძე - „ქართული ოცნების“ პოზიციად მიიღეთ ის, რაც უმრავლესობის სხდომის შემდეგ გუნდის სახელით განვაცხადე

გთხოვთ, ჩვენი გუნდისა და „ქართული ოცნების“ პოზიციად მიიღოთ ის, რაც უმრავლესობის სხდომის შემდეგ გუნდის სახელით მე განვაცხადე, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებზე უმრავლესობის წევრ კარლო კოპალიანის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

„უმრავლესობის პოზიციად ის პოზიცია უნდა მიიღოთ, რაც უმრავლესობის სხდომის შემდეგ ითქვა. ჩემ მიერ, თუ ოფიციალური სპიკერის მიერ, ვინც იქნებოდა, მაგას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

უმრავლესობის წევრმა კარლო კოპალიანმა დღეს განაცხადა, რომ „არც ვენეციის კომისიას და არც არავის აქვს უფლება, მათი პოლიტიკური ცხოვრების წესში ჩაერიოს“.

დღეს საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა. სხდომის შემდეგ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ უმრავლესობა ვენეციის კომისიის რეკომენდაციებიდან საკვალიფიკაციო გამოცდის მოხსნისა და ინტერესთა კონფლიქტის პუნქტების გათვალისწინებას აპირებს.