კარლო კოპალიანი - არც ვენეციის კომისიას და არც არავის აქვს უფლება, ჩვენი პოლიტიკური ცხოვრების წესში ჩაერიოს
კარლო კოპალიანი - არც ვენეციის კომისიას და არც არავის აქვს უფლება, ჩვენი პოლიტიკური ცხოვრების წესში ჩაერიოს

მოსამართლეთა შერჩევის კანონპროექტთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის რეკომენდაციების აბსოლუტურ უმრავლესობას ვითვალისწინებთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა კარლო კოპალიანმა განაცხადა.

„ვენეციის კომისიის რეკომენდაციების აბსოლუტურ უმრავლესობას ვითვალისწინებთ. კანონმდებლობაში რა თქმა უნდა, ყველა მოხვდება, გარდა იმისა, რომელიც დღეს მოქმედ საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება“, – განაცხადა კარლო კოპალიანმა.

კითხვაზე, რატომ არ თანხმდება უზენაესი სასამართლოს ეტაპობრივად დაკომპლექტებას, კარლო კოპალიანი აცხადებს, რომ „ეს პოლიტიკური მოთხოვნაა“.

„არც ვენეციის კომისიას და არც არავის აქვს უფლება, ჩვენი პოლიტიკური ცხოვრების წესში ჩაერიოს. ეს ისედაც ასე გამოვა, რადგან არ ვაპირებთ, ყველა მოსამართლე დამტკიცდეს. თავისთავად ასე იქნება. თუმცა ის, რომ ეს ვიღაცამ გვითხრას, ჩვენთვის ნამდვილად მიუღებელია“, – განაცხადა კოპალიანმა.