არჩილ თალაკვაძე - ნიკოლოზ ბასილაშვილმა ლეგენდარულ როჯერ ფედერერს მოუგო და მთელ მსოფლიოს დაუმტკიცა, რომ მაღალი კლასის ჩოგბურთელია
პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ქართველ ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილს დოჰას ATP250 კატეგორიის ტურნირის მეოთხედფინალში შვეიცარიელ ლეგენდა როჯერ ფედერერთან გამარჯვებას ულოცავს.
„ვულოცავ ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრწყინვალე გამარჯვებას! დღეს, მან ლეგენდარულ როჯერ ფედერერს მოუგო და მთელ მსოფლიოს დაუმტკიცა, რომ მაღალი კლასის ჩოგბურთელია! საოცარი თამაში იყო! #გვეამაყება“,- წერს თალაკვაძე „ფეისბუქზე“.
ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა კარიერაში ყველაზე დიდ გამარჯვებას მიაღწია – დოჰას ATP250 კატეგორიის ტურნირის მეოთხედფინალში შვეიცარიელი ლეგენდა როჯერ ფედერერი სამ სეტში დაამარცხა – 3:6, 6:1, 7:5. მატჩი საათი და 49 წუთი გაგრძელდა.