არჩილ თალაკვაძე - მიხეილ სააკაშვილს ჩამოსვლაც ისეთ სტილში წარმოუდგენია, როგორც გორში თვითმფრინავის დანახვისას მოიქცა, რაც შეიძლება მეტი HA HA
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი არჩილ თალაკვაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას.
„მოდელირებული ქრონიკის ავტორებისგან რა უნდა გაგიკვირდეს? ომი დადგეს მედიით. თავისი ჩამოსვლაც ისეთ სტილში წარმოუდგენია, როგორც გორში თვითმფრინავის დანახვისას მოიქცა.
რაც შეიძლება მეტი HA HA!
2 ოქტომბერს ყველა ჩვენი მხარდამჭერი არჩევნებზე! მშვიდად და მტკიცეთ გავიმარჯვებთ! ქართული ოცნება იგებს!“ – წერს არჩილ თალაკვაძე.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილმა დღეს დილით საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი, რომლითაც მიანიშნებს, რომ არალეგალურად შემოვიდა ქვეყანაში და უკვე საქართველოშია.
მოგვიანებით, მან გაავრცელა ვიდეომიმართვა, რომელშიც ასევე მიანიშნებს, რომ იმყოფება ბათუმში. ამასთან, ცოტა ხნის შემდეგ, სააკაშვილმა კიდევ ერთი ვიდეო გაავრცელა, სადაც აცხადებს, რომ ვიდეო ბათუმის ბულვარშია გადაღებული.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით აცხადებენ, რომ მას საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს.