არჩილ მალაყმაძე ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედალოსანია
არჩილ მალაყმაძე ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედალოსანია

ქართველი ძალოსანი არჩილ მალაყმაძე ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედალოსანია.

ბუენოს-აირესში მიმდინარე ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე ქართველმა ძალოსანმა არჩილ მალაყმაძემ ატაცში 134, აკვრაში კი 154 კგ. დაძლია და ის ორჭიდის ჯამში 288 კილოგრამით ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედალოსანი გახდა.

ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ისტორიაში არჩილ მალაყმაძე პირველი ქართველი ძალოსანია, რომელიც საპრიზო სამეულში მოხვდა.

შეჯიბრის მესამე დღის დასრულების შემდეგ, საქართველოს ნაკრების ანგარიშზე 2 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალია.