მოსკოვმა მხატვრულ ტანვარჯიშში გრან-პრის გათამაშებას უმასპინძლა, რომელიც იყო საკვალიფიკაციო ტურნირი ბუენოს-აირესში წელს დაგეგმილი ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ლიცენზიების მოსაპოვებლად.
ტურნირში 2003 წელს დაბადებული ტანმოვარჯიშეები მონაწილეობდნენ. სულ 33 ქვეყნის 56 ტანმოვარჯიშემ იასპარეზა და მხოლოდ 18-მა საუკეთესომ შეძლო ქვეყნისთვის ლიცენზიის მოპოვება. ეს ლიცენზია არ არის სახელობითი და ქვეყანას მხოლოდ ერთი ლიცენზიის მოპოვება შეეძლო.
საქართველოს ღირსება გრან-პრიზე ქეთევან არბოლიშვილმა და ანა ჭყოიძემ დაიცვეს. ქეთევან არბიოლიშვილი 50,300 ქულით მე-20 ადგილზე გავიდა და საქართველო ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ლიცენზიის მფლობელი გახდა.