არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნების წესების დარღვევაზე ჯარიმა იქნება გათვალისწინებული
არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნების წესების დარღვევაზე ჯარიმა იქნება გათვალისწინებული

არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნების წესების დარღვევაზე ჯარიმა იქნება გათვალისწინებული.

შესაბამისი ცვლილებები „საარჩევნო კოდექსში“ შედის, რომლის განხილვა პარლამენტში დღეს დაიწყება.

კანონპროექტში აღნიშნულია, რომ კანონით დადგენილ ვადებში არჩევნებთან დაკავშირებით საზოგადოების აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება სავალდებულო ინფორმაციის გარეშე ან გამოქვეყნებასთან დაკავშირებული სხვა წესების დარღვევა – გამოიწვევს მაუწყებლის დაჯარიმებას – 5000 ლარის ოდენობით, ხოლო სხვა მედიის საშუალებების – 1500 ლარის ოდენობით.

დატოვე კომენტარი