არჩევნებისადმი პროტესტის ნიშნად, მექსიკის ერთ-ერთ შტატში მაგისტრალი გადაკეტეს
არჩევნებისადმი პროტესტის ნიშნად, მექსიკის ერთ-ერთ შტატში მაგისტრალი გადაკეტეს

მექსიკაში მიმდინარე არჩევნების ფონზე, მიჩოაკანის შტატში პროტესტის ნიშნად მკვიდრმა მოსახლეობამ გზა გადაკეტა.

ქალაქ ზირაუენის და ქალაქ ნაუატსენის მაგისტრალებზე ბარიკადებია აღმართული.

მოსახლეობა ამბობს, რომ არ სურთ არჩევნებში მონაწილეობა, რადგან მექსიკაში არსებულ პოლიტიკურ სისტემას პროტესტს უცხადებენ. მათი თქმით, კორუმპირებული სისტემა მექსიკელი ხალხისთვის არაფერს აკეთებს.

მექსიკაში საპრეზიდენტო, საპარლამენტო და ადგილობრივი არჩევნები ერთდროულად იმართება.

მექსიკის ეროვნული საარჩევნო ინსტიტუტის მონაცემებით, ხმის მიცემის უფლება 89 მილიონზე მეტ მექსიკელს აქვს. ქვეყანაში 157 ათასი საარჩევნო უბანი დილის 08:00 საათზე (საქართველოს დროით 17:00-ზე) გაიხსნება.

წინასწარი გამოკითხვებით, მაღალი აქტივობაა მოსალოდნელი.

პრეზიდენტის თანამდებობაზე პრეტენზიას ოთხი კანდიდატი აცხადებს: მემარცხენე ძალების წარმომადგენელი ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორი. წინასწარ გამოკითხვებში სწორედ ის ლიდერობს. მეორე ადგილზე კოალიცია „ყველაფერი მექსიკისთვის“ კანდიდატები არიან. აღნიშნულ კოალიციაში შედის მექსიკის მმართველი პარტიაც. მათ პრეზიდენტობის ორი კანდიდატი ჰყავთ, მეოთხე კი დამოუკიდებელი კანდიდატი ხაიმე როდრიგეს კალდერონია.