არასრულწლოვნების პორნოგრაფიული მასალების დამზადება-გასაღების საქმეზე ბრალდებულ 11 პირს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა
არასრულწლოვნების პორნოგრაფიული მასალების დამზადება-გასაღების საქმეზე ბრალდებულ 11 პირს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკატერინე კულულაშვილის გადაწყვეტილებით, არასრულწლოვნების პორნოგრაფიული მასალების დამზადება-გასაღების საქმეზე ბრალდებულ 11 პირს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა.

მოსამართლემ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და არ გაიზიარა ადვოკატების შუამდგომლობა გირაოსა და არასაპატიმრო ღონისძიების გამოყენების თაობაზე.

მოსამართლემ განჩინების გამოცხადებისას დახურული სხდომა გახსნა.

წინასასამართლო სხდომა 20 იანვარს ჩაინიშნა.

არასრულწლოვნების პორნოგრაფიის დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით შსს-მ ბავშვების მშობლები და პედაგოგი ორი დღის წინ დააკავა.