არასრულწლოვანთან გარყვნილი ქმედების ფაქტზე დაკავებულ მასწავლებელს ზუგდიდის სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა და არასრულწლოვანთან გარყვნილი ქმედების ფაქტზე დაკავებულ 65 წლის ა.ვ-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
სასამართლო სხდომა დახურულ რეჟიმში წარიმართა. მოსამართლემ სხდომა პროკურორის შუამდგომლობით დახურა.
სხდომის დახურვამდე ბრალდებულმა ა. ვ-მ განაცხადა, რომ ადვოკატი არ სჭირდება და თავს თვითონ დაიცავს. მან ასევე აღნიშნა, რომ წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს.
შსს-მ გარყვნილი ქმედების ბრალდებით პედაგოგი სენაკში გუშინ დააკავა. არასრულწლოვანთან გარყვნილი ქმედების ფაქტზე 65 წლის მასწავლებელს ბრალი დღეს წარედგინა.