ხარაგაულის ერთ-ერთ სოფელში გარყვნილი ქმედების ბრალდებით მასწავლებელი დააკავეს
ხარაგაულის ერთ-ერთ სოფელში გარყვნილი ქმედების ბრალდებით მასწავლებელი დააკავეს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მასწავლებელი დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, მასწავლებელი უფროსკლასელ გოგონას სექსუალურად ავიწროებდა, რის გამოც მასწავლებელი 8 ნოემბერს დააკავეს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მამაკაცი მოსამართლის განჩინების საფუძველზეა დაკავებული. მომხდარზე გამოძიება 141-ე მუხლით დაიწყო, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს. აღნიშნული მუხლი 10-დან 13-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.