არასრულწლოვანთან გარყვნილი ქმედების ფაქტზე დაკავებულ მასწავლებელს ზუგდიდის სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

22:25, 02.04.2018

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა და არასრულწლოვანთან გარყვნილი ქმედების ფაქტზე დაკავებულ 65 წლის ა.ვ-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

სასამართლო სხდომა დახურულ რეჟიმში წარიმართა. მოსამართლემ სხდომა პროკურორის შუამდგომლობით დახურა.

სხდომის დახურვამდე ბრალდებულმა ა. ვ-მ განაცხადა, რომ ადვოკატი არ სჭირდება და თავს თვითონ დაიცავს. მან ასევე აღნიშნა, რომ წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს.

შსს-მ გარყვნილი ქმედების ბრალდებით პედაგოგი სენაკში გუშინ დააკავაარასრულწლოვანთან გარყვნილი ქმედების ფაქტზე 65 წლის მასწავლებელს ბრალი დღეს წარედგინა.

მსგავსი