არასამთავრობო ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ ანგარიშის მიხედვით, 2021 წლის პრესის თავისუფლების ანგარიშში საქართველო მე-60 ადგილს იკავებს
არასამთავრობო ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ 2021 წლის მსოფლიო პრესის თავისუფლების ანგარიშში საქართველო 180 ქვეყანას შორის მე-60 ადგილს იკავებს. ორგანიზაციის ანგარიშში საქართველოს 28.64 ქულა აქვს მინიჭებული.
მოხსენებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს მედია პლურალისტურია, მაგრამ ჯერ კიდევ ძალიან პოლარიზებულია.
ანგარიშის თანახმად, ბოლო წლების რეფორმებით გაუმჯობესდა მედიის მფლობელობის გამჭვირვალობა და სატელიტური ტელევიზიის პლურალიზმი, მაგრამ მფლობელებს და მმართველებს ჯერ კიდევ ხშირად აქვთ თავიანთი წვლილი სარედაქციო მასალებში.
„ეს ცხადი იყო ოპოზიციურ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ში, რომლის სარედაქციო პოლიტიკამ სრული ცვლილება განიცადა მას შემდეგ, რაც არხი დაუბრუნდა წინა მფლობელს. ეს ჩანდა აჭარის ტელევიზიით, რეგიონული საზოგადოებრივი ტელეკომპანიით, რომელმაც დაიწყო მმართველი პარტიის მხარდაჭერა მას შემდეგ, რაც ახალი ხელმძღვანელები დაინიშნენ და ჟურნალისტები გაათავისუფლეს. აშკარაა შემაშფოთებელი ტენდენცია მცდელობების, რომ მედია საშუალებებში ჩაერიონ უსაფრთხოების სამსახურები და მედიის მარეგულირებელი – კომუნიკაციების კომისია, რომლის პრივილეგიები თანდათან ვრცელდება მეთვალყურეობაზე და ცენზურაზე. მისი ონლაინ პლატფორმა, სახელწოდებით „მედიაკრიტიკა“ სწავლობს მედიის შინაარსს და არის დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის დისკრედიტაციის ტენდენციები მაშინაც კი, თუ პოლიციელთა მხრიდან ძალადობა ჟურნალისტებზე ნაკლებია, პოლიცია ზოგჯერ თავს ესხმის ჟურნალისტებს, განსაკუთრებით არჩევნების დროს და ამას სრულად დაუსჯელად აკეთებს“, – აღნიშნულია ანგარიშში.
ცნობისთვის, აღნიშნული კვლევის მიხედვით, საქართველო რეიტინგში ბოლო სამი წელია უცვლელად, მე-60 ადგილს იკავებს.