არანჩა გონსალესი - საქართველოსნაირ ქვეყნებში მცირე და საშუალო საწარმოები მთელი ბიზნესის 99 პროცენტს უნდა შეადგენდეს
არანჩა გონსალესი - საქართველოსნაირ ქვეყნებში მცირე და საშუალო საწარმოები მთელი ბიზნესის 99 პროცენტს უნდა შეადგენდეს

ისეთ ქვეყნებში, როგორიც საქართველოა, მცირე და საშუალო საწარმოები მთელი ბიზნესის 99 პროცენტს უნდა შეადგენდეს, უნდა დავრწმუნდეთ, რომ გლობალური ზრდა დადის ყველაზე დაბალ დონეებზე, რომ საზოგადოების ზრდა იყოს უფრო ინკლუზიური, ჩართულობაზე ორიენტირებული, – ამის შესახებ „საერთაშორისო ვაჭრობის ცენტრის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, არანჩა გონსალესმა „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე“ განაცხადა.

გონსალენსი ფორუმზე პანელის – „მომგებიანი ვაჭრობა“ ერთ-ერთი სპიკერი იყო, მან გამოსვლისას აქცენტები ეკონომიკის ინკლუზიურობის მნიშვნელობაზე გააკეთა.

ამასთან, არანჩა გონსალესმა ხაზი გაუსვა ვაჭრობის სექტორში ტექნოლოგიების განვითარების აუცილებლობას.

„ტექნოლოგიების განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია, სწორედ ამიტომ საქართველოს მთავრობა ციფრულ რეჟიმში სთავაზობს ბიზნესებს საჯარო სერვისების მიღებას“, – განაცხადა მან.

„საერთაშორისო ვაჭრობის ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორის თქმით, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერა.

„ჩვენ, როგორც საერთაშორისო სავაჭრო ცენტრი, ვმუშაობთ მთავრობასთან და ვამაყობთ, რომ ამ ძალისხმევაში შეგვაქვს წვლილი. ეს არის გონივრული პოლიტიკა“, – აღნიშნა არანჩა გონსალესმა.

მისი ინფორმაციით, საქართველოს აქვს საერთაშორისო მცირე და საშუალო საწარმოების (Small and medium-sized enterprises – SME) ნაკლებობა.

„სწორედ ამიტომ ვცდილობთ, დავეხმაროთ მათ საერთაშორისო პარტნიორების მოძებნაში. ვცდილობთ ხარისხის ინფრასტრუქტურის გაძლიერებას. საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გამარტივებული საგადასახადო სისტემაა“, – აღნიშნა „საერთაშორისო ვაჭრობის ცენტრის“ აღმასრულებელმა დირექტორმა.