აქციის მონაწილეებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს სიტყვით გამოსვლის დასრულების საშუალება არ მისცეს [ვიდეო]
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს სიტყვით გამოსვლის დასრულების საშუალება არ მისცეს, რის შემდეგაც გიორგი კვირიკაშვილმა ტერიტორია დატოვა.
„პირველ რიგში, მინდა განვაცხადო, რომ ჩემთვის, როგორც ამ ქვეყნის ერთი რიგითი მოქალაქისთვის ჩირის ფასია თანამდებობა. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესმა სამართლებრივი განვითარება ჰპოვოს. ამიტომ გთავაზობთ, პირველი – ხვალ დილიდან საქმის გამოძიება დაბრუნება შინაგან საქმეთა სამინისტროში“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა, რის შემდეგაც სიტყვით გამოსვლის დასრულება ვეღარ შეძლო.