აქციის მონაწილეები პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან იმყოფებოდნენ, თუმცა სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრა არ შედგა
აქციის მონაწილეები ორბელიანების სასახლესთან იმყოფებოდნენ, სადაც სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრას გეგმავდნენ, თუმცა შეხვედრა არ შედგა.
მანამდე, ისინი აცხადებდნენ, რომ პრეზიდენტის სასახლესთან მიდიოდნენ, რათა პრეზიდენტისთვის მის მიერ გადადგმული ნაბიჯების გამო, მათ შორის, კანონზე ვეტოს დადებასთან დაკავშირებით, პატივისცემა დაეფიქსირებინათ.
მათივე ინფორმაციით, მათთან შეხვედრის მზადყოფნა სალომე ზურაბიშვილის მხრიდანაც არსებობდა, თუმცა შეხვედრა არ შედგა.
ამ დროისთვის აქციის მონაწილეები ასევე მსვლელობით მთავრობის ადმინისტრაციისკენ მიემართებიან.