აქციის დაშლისას დაშავებული 19 პაციენტი სხვადასხვა კლინიკაში რჩება, მათ შორის ორი მართვით სუნთქვაზეა
პარლამენტთან აქციის დაშლისას დაშავებული 19 ადამიანი მკურნალობას სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში განაგრძობს, მათ შორის ორი სამართალდამცველი და საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ლიკა ალელიშვილია.
ორი პაციენტის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. ორივე მათგანი რეგიონულ ჰოსპიტალში ინტენსიური დაკვირვების პალატაში მკურნალობს და მართვით სუნთქვაზეა.
მედიკოსთა თქმით, ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა დინამიკაში გაუმჯობესდა და დღეს მართვითი სუნთქვის აპარატიდან მოიხსნება. რაც შეეხება მეორე დაშავებულს, მედიკოსთა განცხადებით, მისი მდგომარეობა არ გაუარესებულა.
რეგიონულ ჰოსპიტალში მკურნალობას განაგრძობს ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც თვალი დაუზიანდა. მას ნეიროქირურგიული და ოფთალმოლოგიური ოპერაცია ჩაუტარდა. როგორც ექიმები ამბობენ, ამ დროისთვის პაციენტი სინათლეს აღიქვამს, თუმცა წინასწარ ვერ ამბობენ, რამდენი პროცენტით აღუდგება მას მხედველობა.