20 ივნისს აქციის დაშლის დროს დაშავებულთაგან ორ პაციენტს კლინიკიდან სავარაუდოდ მიმდინარე კვირაში გაწერენ
20 ივნისს აქციის დაშლის დროს დაშავებულთაგან ორ პაციენტს კლინიკიდან სავარაუდოდ მიმდინარე კვირაში გაწერენ

20 ივნისს აქციის დაშლის დროს  დაშავებულთაგან ორ პირს, რომლებიც მკურნალობას რეგიონულ ჰოსპიტალში გადიან, სავარაუდოდ, მიმდინარე კვირაში გაწერენ. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ჰოსპიტლის დირექტორმა, ნათია ნუცუბიძემ განუცხადა.

მისი განმარტებით, 46 წლის და 32 წლის პაციენტების მდგომარეობა ამ ეტაპზე გაუმჯობესებულია, ისინი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში რჩებიან.