აქციაზე დაკავებულთა ადმინისტრაციული საქმეების განხილვა ხმაურის ფონზე გრძელდება

თბილის საქალაქო სასამართლოში 18 ნოემბერს აქციაზე დაკავებულთა ადმინისტრაციული საქმეების განხილვა ხმაურის ფონზე გრძელდება.

სასამართლოს ფოიეში შეკრებილები არიან 18 ნოემბრის აქციის დაშლისას ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირები და მათი მხარდამჭერები. როგორც ისინი აცხადებენ, მათ მანდატურის სამსახური და პოლიცია არ აძლევთ დარბაზში შესვლის საშუალებას.

პარალელურად, სხდომათა დარბაზში მოსამართლე 18 ნოემბერს დაკაკავებული კიდევ ექვსი პირის, ელგუჯა ბაგრატიონის, გურამ მჭედლიშვილის, ბექა ბასილაიას, ზუკა ბერძენიშვილის, გიორგი ბუნტურისა და ლუკა ჭიჭინაძის საქმეს განიხილავს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 18 ნოემბერს პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციის დროს „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის სულ 37 დააკავეს.