აქციას „მოდი ღამე მუზეუმში“ ბატონის ციხის ეზოში არსებული თელავის ისტორიული მუზეუმი უერთდება
აქციას „მოდი ღამე მუზეუმში“ ბატონის ციხის ეზოში ახლად აშენებული თელავის ისტორიული მუზეუმი უერთდება. 21:00 საათიდან ღამის პირველ საათამდე მუზეუმის დათვალიერება უფასო იქნება.
როგორც თელავის მერიის კულტურის სამსახურის ხელმძღვანელმა ფიქრია ყურშიტაშვილმა პირველ არხს განუცხადა, მუზეუმის სტუმრებს საშუალება ექნებათ, მოუსმინონ ადგილობრივი ბენდების მიერ შესრულებულ ქართულ და უცხოურ მუსიკას.
„თელავის ახლად გახსნილ ისტორიულ მუზეუმში დამთვალიერებელს არა მხოლოდ ისტორიულ-კულტურული ღირსშესანიშნაობების გაცნობა შეუძლია, მუზეუმს გააჩნია ვერანდა და ორი კაფე-ბარი, სადაც შესაძლებელია დასვენებაც“, – აცხადებს კულტურის სამსახურის ხელმძღვანელი.