დამთვალიერებელს „ღამე მუზეუმში“ ახალციხის ციხეზე მდებარე ისტორიული მუზეუმიც უფასოდ მიიღებს

17:07, 19.05.2018

ახალციხის ციხეზე მდებარე ისტორიული მუზეუმი აქციას „მოდი ღამე მუზეუმში“ უერთდება.

სამცხე–ჯავახეთის ისტორიის მუზეუმი დამთვალიერებელს 21:00-დან 01:00 საათამდე უფასოდ უმასპინძლებს.

ღამით საქართველოს თითქმის ყველა მუზეუმი დამთვალიერებლებს უფასოდ მიიღებს.

დღესვე ახალციხის საჯარო სკოლების მოსწავლეები შემოქმედებით საღამოს გამართავენ და „ვეფხისტყაოსნიდან“ ნაწყვეტებს წაიკითხავენ.

მსგავსი