აქციას „დავასუფთავოთ მსოფლიო“ ქვემო ქართლის რეგიონიც შეუერთდა.
როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, დილიდან რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში დასუფთავების აქცია გაიმართა.
ქვემო ქართლის გუბერნატორმა, შოთა რეხვიაშვილმა და გუბერნიის თანამშრომლებმა რუსთავში საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან მტკვრის მარცხენა სანაპირო დაასუფთავეს.
15-16 სექტემბერს მსოფლიოს 140-ზე მეტ ქვეყანაში დასუფთავების ყოველწლიური საერთაშორისო კამპანია – „დავასუფთაოთ მსოფლიო“ (Clean Up the World) ტარდება, რომელიც 1992 წელს დაფუძნდა გაერო-ს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) ინიციატივით და ადგილობრივი გარემოს გაუმჯობესებას ემსახურება.
„დავასუფთაოთ მსოფლიო“ (Clean Up the World) კამპანიის ფარგლებში შექმნილია მსოფლიო გარემოსდაცვითი რუკა, რომელზეც აღნიშნულია ქვეყნები, რომლებიც კამპანიას შეუერთდნენ და ყოველწლიურად მონაწილეობენ სექტემბრის აქციებში. საქართველო, აღნიშნულ კამპანიაში აქტიურად 2010 წლიდან ჩაერთო და ის რიგით 121-ე ქყვეყანა იყო, რომელიც მსოფლიო გარემოსდაცვით რუკაზე აღინიშნა.
2018 წლის „დავასუფთაოთ მსოფლიო“ კამპანიის მოწოდებაა – “Beat Plastic Pollution”- “შევამციროთ პლასმასით დაბინძურება“ .