ანტიტერორისტული ოპერაციისას დაზიანებული კორპუსის შემოწმება დღეს დაიწყო (ფოტო)
ანტიტერორისტული ოპერაციისას დაზიანებული კორპუსის შემოწმება დღეს დაიწყო (ფოტო)

თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსი ქუჩაზე ანტიტერორისტული ოპერაციისას დაზიანებულ კორპუსის შემოწმება დღეს დაიწყო.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, ადგილზე საგამოძიებო უწყებებმა მუშაობა დაასრულეს, რის შემდეგაც ბინებში უკვე დასუფთავების სამსახური შევიდა და დაზიანებული საცხოვრებლები დაასუფთავა.

ადგილზე თბილისის მერიის ლაბორატორიის წარმომადგენლები მივიდნენ და ამოწმებენ, რამდენად უსაფრთხოა კორპუსში მოქალაქეების შეშვება.

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ანტიტერორისტული ოპერაცია 22 ნოემბერს სუს-ის კონტრტერორისტულმა დეპარტამენტმა ჩაატარა.

ოფიციალური მონაცემებით, ლიკვიდირებულია სამი პირი, მათ შორის არის აჰმედ ჩატაევი. ანტიტერორისტული ოპერაციის დროს დაიღუპა სუს-ის ერთი თანამშრომელი.