ტელეკომპანია „იმედმა“ ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის დეტალებზე ფილმი მოამზადა

ტელეკომპანია „იმედმა“ ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის დეტალებზე ფილმი მოამზადა.

ფილმში საუბარია, რატომ შემოვიდა აჰმედ ჩატაევი საქართველოში და რა აკავშირებდა მას თემირლან მაჩალიკაშვილთან, ვინ ურიცხავდა მაჩალიკაშვილს თანხებს. ფილმის მიხედვით, ბინაში, სადაც სპეცოპერაცია განხორციელდა „ვაიფაისპაროლად მდგმურებს „თემირლანი“ ჰქონდათ დაყენებული. თემირლან მაჩალიკაშვილის ტელეფონი შემდგომი მოკვლევის მიზნით, ამერიკაში გაიგზავნა და მიღებული მონაცემები ქართულ მხარეს გადმოეცა. მისი ტელეფონიდან ამოღებულ მასალებს შორის იყო „ვოტსაპით“ მიმოწერაც, სადაც ტერორისტების ლიკვიდაციის შემდგომ მაჩალიკაშვილი „ისტიშხადის“ მეთოდით თბილისში ხალხმრავალ ადგილას თავის აფეთქებას აპირებდა.