ანტისაჰაერო სისტემის შესყიდვაზე საქართველოსა და საფრანგეთს შორის ახალი კონტრაქტი გაფორმდება
ანტისაჰაერო სისტემის შესყიდვაზე საქართველოსა და საფრანგეთს შორის ახალი კონტრაქტი გაფორმდება

ანტისაჰაერო სისტემის შესყიდვაზე საქართველოსა და საფრანგეთს შორის ახალი კონტრაქტი გაფორმდება. საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია საფრანგეთში გუშინ საღამოს გაფრინდა.

როგორც იზორიამ თავდაცვის სამინისტროში საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა, ანტისაჰაერო სისტემები საქართველოს თავდაცვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.

„გაფორმდება ახალი კონტრაქტი ანტისაჰაერო სისტემის შესყიდვასთან დაკავშირებით ფრანგულ მხარესთან. ეს პროცესი გრძელდება და ეს არის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება. ანტისაჰაერო სისტემის ფარგლებში პირველი შეიარაღება მივიღეთ და უკვე ავამოქმედეთ“, – განაცხადა ლევან იზორიამ.

შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის, ვლადიმერ ჩაჩიბაიას განცხადებით, ანტისაჰაერო სისტემის შესყიდვის პირველი ეტაპი დასრულებულია, მეორე ფაზა კი, თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიას საფრანგეთში ჩასვლისთანავე დაიწყება.

მისი თქმით, საქართველოში უკვე ჩამოვიდა პასიური სისტემები და ტაქტიკური საჰაერო თავდაცვის სისტემა „მისტრალი“, შემდეგ ეტაპზე კი, ქვეყანას მართვისა და კონტროლის უახლესი სისტემა გადმოეცემა.