ანტარქტიდაზე რეკორდული სითბო დაფიქსირდა
ანტარქტიდაზე რეკორდული სითბო დაფიქსირდა

ანტარქტიდაზე რეკორდული სითბო – 20,75 გრადუსი აღინიშნა. ბრაზილიელმა მეცნიერმა, კარლოს შეიფერმა, სააგენტო „ფრანს პრესს“ განუცხადა, რომ ანტარქტიკაზე მსგავსი სითბო არასდროს ყოფილა.

გასულ კვირას ანტარქტიდაზე ასევე რეკორდული სითბო დაფიქსირდა, როდესაც ტემპერატურამ 18,3 გრადუსს მიაღწია.

კარლოს შეიფერმა აღნიშნა, რომ მონაცემების გამოყენება სამომავლოდ კლიმატური ცვლილებების პროგნოზირებისთვის შეუძლებელია, თუმცა ეს არის სიგნალი, რომ ამ ზონაში რაღაც განსხვავებული ხდება.

გაერო-ს მსოფლიო მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, ბოლო 50 წელიწადში ანტარქტიდის კონტინენტზე ტემპერატურა სამი გრადუსითაა მომატებული და დასავლეთ სანაპიროზე მყინვარების 87 პროცენტმა „უკან დაიხია.“ გაერო-ს ცნობით, გლობალური დათბობის გამო, ბოლო 12 წელიწადში მყინვარების „უკან დახევის“ პროცესი დაჩქარებულია.