ანსამბლი „რუსთავი“ უკრაინაში საგასტროლოდ მიემგზავრება

კოვიდპანდემიის შემდეგ, ანსამბლი „რუსთავი“ უკრაინაში საგასტროლოდ მიემგზავრება.

საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი, უკრაინის ანსამბლ „ვირსკისთან“ ერთად, 2 ოქტომბრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით კონცერტებს გამართავს.

ანსამბლ „რუსთავის“ სამხატვრო ხელმძღვანელის, გიორგი ნატროშვილის ინფორმაციით, „რუსთავისა“ და „ვირსკის“ ერთობლივ კონცერტებს უკრაინის მაყურებელი კარგად იცნობს.

უკრაინის გასტროლის ბოლო ხუთი დღე, ანსამბლ „რუსთავის“ სოლო კონცერტებს დაეთმობა და მაყურებელს ახალ პროექტს სახელწოდებით „ბალადა სიყვარულზე“ წარუდგენენ.

აღსანიშნავია, რომ უკრაინაში გაიმართება ცეკვა „აფხაზურის“ პრემიერა, სადაც ნომერს მუსიკოსები, მომღერლები და მოცეკვავეები ერთად ასრულებენ.