ანსამბლი „ბასიანი“ დღეს, 19:00 საათზე სოციალური ქსელის მეშვეობით ლაივკონცერტს გამართავს
საქართველოს ხალხური სიმღერის სახელმწიფო ანსამბლი „ბასიანი“ დღეს, 19:00 საათზე სოციალური ქსელის მეშვეობით ლაივკონცერტს გამართავს.
„ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, ჩვენი წილი თანადგომა და სოლიდარობა გამოვუცხადოთ საზოგადოებას და განსაკუთრებით ჩვენს ერთგულ მსმენელს“, – ნათქვამია ანსამბლის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ანსამბლმა „ბასიანმა“ საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ყველა კონცერტი დროებით გააუქმა.