ანსამბლი „ბასიანი“ 14 და 15 სექტემბერს იტალიის ქალაქებში კონცერტებს გამართავს
ანსამბლი „ბასიანი“ 14 და 15 სექტემბერს იტალიის ქალაქებში კონცერტებს გამართავს

საქართველოს ხალხური სიმღერის სახელმწიფო ანსამბლი „ბასიანი“, ფესტივალის Perugia Musica Classica ფარგლებში, 14 და 15 სექტემბერს კონცერტებს იტალიის ქალაქებში – პერუჯასა და მონტეფალკოში გამართავს.

პერუჯაში სოლო კონცერტი ქალაქის მთავარ მოედანზე გაიმართება, შესრულდება ქართული ხალხური სიმღერები და ტრადიციული საგალობლები.

ფესტივალის Perugia Musica Classica-ზე სახელმწიფო ანსამბლი შარშან პორტუგალიაში გასტროლებისას მიიწვიეს.

იტალიიდან დაბრუნების შემდეგ „ბასიანი“ ამერიკაში გასტროლებისთვის დაიწყებს მზადებას, სადაც 13 ნოემბერს „ლინკოლნ ცენტრში“ უკვე მესამედ სოლო კონცერტს გამართავს. მომავალი წელი კი ანსამბლისთვის საიუბილეოა. „ბასიანს“ დაარსებიდან 20 წელი უსრულდება.