ანრი ოხანაშვილი - ოკუპანტი ქვეყნის მიერ განხორციელებული ქმედებები არ შეესაბამება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებს
ანრი ოხანაშვილი - ოკუპანტი ქვეყნის მიერ განხორციელებული ქმედებები არ შეესაბამება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებს

ოკუპანტი ქვეყნის მიერ განხორციელებული ნებისმიერი ქმედება არ შეესაბამება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებს, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილ მაჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ანრი ოხანაშვილი რუსული მედიის ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის გათვალისწინებით, რუსეთის დუმა 1920 წელს საქართველოს მიერ „სამხრეთ ოსეთში“ მცხოვრებთა გენოციდის საკითხს განიხილავს.

„ჩვენი ქვეყნისთვის მსგავს მსჯელობას არანაირი იურიდიული საფუძველი არ ექნება”, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

დუმის სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა დღეს განაცხადა, რომ რუსეთის სახელმწიფო დუმის საბჭო უახლოეს სესიაზე, საქართველოს მიერ 1920 წელს სამხრეთ ოსეთში მცხოვრები, ეთნიკურად ოსი მოქალაქეების გენოციდად აღიარების საკითხს განიხილავს.