ანრი ოხანაშვილი - გიორგი ვაშაძეს ვთავაზობ, მათ მიერ დაინიცირებული კანონპროექტების განხილვა დავიწყოთ კომიტეტის სხდომაზე, გამოჩნდება, ვინ არის პროგრესული მიდგომის მომხრე
გიორგი ვაშაძეს ვთავაზობ, მათ მიერ დაინიცირებული კანონპროექტების განხილვა დავიწყოთ კომიტეტის სხდომაზე. იქ გამოჩნდება, ვინ არის პროგრესული მიდგომის მომხრე, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა სახალხო დამცველის არჩევის წესთან დაკავშირებით გიორგი ვაშაძის განცხადების საპასუხოდ აღნიშნა.
„სამარცხვინოა ვაშაძემ რომ თქვა, თუ აკვირდებით, მესიჯბოქსი იმდენად გაუცვდათ, რომ ყველაფერზე ერთსა და იმავეს საუბრობენ. ეს იმას ნიშნავს, რომ გაცვდნენ, პოლიტიკურად სიტყვათა მარაგიც აღარ აქვთ, რომ განსხვავებული შეფასება მისცენ სხვადასხვა საკითხს. საკითხი შეეხება სისხლის სამართლის ცვლილებებს თუ სოციალურ საკითხებს, ერთი და იმავე ტექსტს იყენებენ. გიორგი ვაშაძეს ვთავაზობ, მათ მიერ დაინიცირებული კანონპროექტების განხილვა დავიწყოთ კომიტეტის სხდომაზე. იქ გამოჩნდება, ვინ არის პროგრესული მიდგომის მომხრე და ვინ აინიცირებს რეგრესირებულ საკითხებს“, – განაცხადა ოხანაშვილმა.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ „ქართულ ოცნებას“ ვინც დაეხმარება, მისთვის სასურველი ომბუდსმენის კანდიდატი გაიყვანოს, ის აღარ იქნება ოპოზიცია.